13:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 15:52:00, 761 ნახვა

საზოგადოება
აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1000 ბენეფიციარით იზრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წელს მილიონი ლარით იზრდება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ხოლო მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება. - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„რაც შეეხება საკუთრივ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს, იცით რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ტყვიის შემცველობის პროგრამა ზოგადად ბათუმში და მთლიანად აჭარაში, რომლითაც სამწუხაროდ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით მომავალ წელს იზრდება ორსულ ქალბატონებში ტყვიის შემცველობისთვის განსაზღვრული საჭირო კვლევების დაფინანსება. მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა. ეს ეხება როგორც აუტიზმის დიაგნოზით, ასევე ადრეული განვითარების პრობლემებით მყოფ ბავშვებს ჩვენს რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ საზღვარგარეთ მკურნალობა და წელს პირველად დაფინანსდა და გაგრძელდება საზღვარგარეთ გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics