|
2021-10-28 14:55:19, 521 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა წოწერიამ დავით ქირიას სინგაპურში მიღწეული წარმატებები მიულოცა
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, წარმატებულ ზუგდიდელ სპორტსმენს, სამგზის მსოფლიო ჩემპიონს კიკბოქსინგში და One chempionship-ის შეჯიბრის ნახევარფინალისტ დავით ქირიას შეხვდა. მამუკა წოწერიამ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსა და ზუგდიდის ღირსეულად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ,,ჩვენი სიამაყე და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია სინგაპურიდან მორიგი წარმატებით დაბრუნდა, ის One chempionship-ის შეჯიბრის ნახევარფინალში გადავიდა. დათო არის ნათელი მაგალითი ნიჭიერების, შრომისუნარიანობის და შემართების და ის ამ თვისებებზე დაყრდნობით ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენი სამშობლო საქართველო და ზუგდიდი ასე ღირსეულად წარადგინა ამჯერადაც საერთაშორისო ასპარეზზე. დათო ასევე არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის მოტივატორი, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ სპორტში. დაეუფლონ, როგორც პროფესიული თვალსაზრისით ამ სპორტს და უბრალოდ ჰქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. მუნიციპალიტეტის საზრუნავი და პრიორიტეტი იქნება ხელი შეუწყოს მსგავს აქტივობებს, ხელი შეუწყოს სპორტის განვითარებას და ეს ჩვენგან გარანტირებული იქნება"- აღნიშა მამუკა წოწერიამ. დავით ქირიასთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)