|
2021-10-28 00:25:03, 630 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დამძიმდეს
პოლარიზაცია მაქსიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდეს, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, ეს ყველაფერი დასრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ შიმშილობს და ეს ყველაფერი "შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა". "სამი დღე რჩება არჩევნებამდე და ამ დღეების განმავლობაში კიდევ არის მოსალოდნელი დღის წესრიგში ამ ფაქტორის შენარჩუნება. როგორც კი არჩევნები დასრულდება, ეს საკითხი საერთოდ უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან. ეს კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში, სადაც მისი ადგილი იყო და ის არის ლიდერი ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. ციხეში მისი ყოფნა, რაც მთლიანად მოიხსნება დღის წესრიგიდან როგორც ფაქტორი, ბუნებრივია დაამშვიდებს ამ ქვეყანას. 30 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია შიმშილი, ის არ შიმშილობს. იყო ფაქტები, როდესაც ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ა.შ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, რომელიც აქტუალური მხოლოდ 30 ოქტომბრამდე იქნება. ეს შოუ სწორედ ამ დრომდე დარჩება ძალაში. ჩვენ ასევე ვიხილეთ შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც. რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში არც შიმშილობის რისკი და არც შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს?!", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)