|
2021-10-27 18:15:22, 462 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას დავძლევთ - დარწმუნებული ვარ მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობის
ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო, უშუალოდ შევხვდი მოსახლეობას და მათი პრობლემები და გამოწვევები მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს დღეს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში. „ჩვენ ერთად, მეგობრებო, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას დავძლევთ. დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები, გაერთიანების წლები. ჩემი დიდი სურვილია, დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ ისევე, როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია გვასწავლის, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის, სადაც განსხვავებული ხმები ერთიან ჰარმონიას ქმნიან. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს! ზუგდიდი გაიმარჯვებს ! ქუთაისი გაიმარჯვებს, ბათუმი გაიმარჯვებს, ოზურგეთი გაიმარჯვებს, რუსთავი გაიმარჯვებს, ფოთი გაიმარჯვებს, თელავი გაიმარჯვებს, თიანეთი გაიმარჯვებს, ქარელი გაიმარჯვებს, ხაშური გაიმარჯვებს, ცაგერი გაიმარჯვებს, ბაღდათი გაიმარჯვებს, წყალტუბო გაიმარჯვებს, სენაკი გაიმარჯვებს, მარტვილი გაიმარჯვებს, ხობი გაიმარჯვებს, წალენჯიხა გაიმარჯვებს, ჩხოროწყუ გაიმარჯვებს, ხელვაჩაური გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)