18:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 13:00:19, 556 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, 9 თვის განმავლობაში, 78 214 კვ.მ ფართობი გზის საფარი მოწესრიგდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის  ცხრა თვის განმავლობაში,  საგზაო ინფრასტრუქტურა 78 214 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა როგორც ქუჩებზე, ასევე, ჩიხებსა და შიდა ეზოებში. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ შორის, კაპიტალურად მოეწყო ავალიშვილის, წინამძღვრიშვილის, ბაღნარის, მანაგაძის, ვაშაკიძის, ლეო კერესელიძისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩები, ჯანჯღავას მეორე ჩიხი და გასასვლელი. ასევე, გიორგიწმინდას დასახლებაში ჭავჭავაძის ქუჩის,   სოფელ გლდანში კი  26 მაისისა და აღმაშენებლის  ქუჩების  მონაკვეთი. გაკეთდა მუხიანი 2-ში (მუხიანის აგარაკები) ზნაკვისა და ხანძთის ქუჩები, გურიის აღმართი და გამარჯვების ქუჩიდან გურიის აღმართამდე მისასვლელი გზა. გზის საფარი მოწესრიგდა ქერჩის N6 ვ-სა და სარაჯიშვილის N53-55 მიმდებარედ. ასევე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა წყალსადენის ჩიხში (ფაილოძეების უბანი). 

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ცხრა თვის განმავლობაში  5 492 018  ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics