|
2021-10-24 17:29:33, 925 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - როგორი სიმართლეც იყო სამეგრელოში სპეცოპერაცია, ასეთივეა ბრიფინგი, რომელიც ამ არარაობამ, გვარამიამ ჩაატარა
როგორი სიმართლეც იყო სამეგრელოში სპეცოპერაცია, ასეთივეა ბრიფინგი, რომელიც ამ არარაობამ, გვარამიამ ჩაატარა" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი მტკიცებით, ექსპრეზიდენტის სავარაუდო ლიკვიდაციაზე მის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "როგორი სიმართლეც აღმოჩნდა სამეგრელოში ჩვენს მიერ დაგეგმილი რაღაც გიჟური სპეცოპერაციის ჩატარება, ასეთივე სიმართლეა დღევანდელი ბრიფინგიც, რომელიც ამ მართლაც, აღარ მინდა ეს სიტყვები ვიხმარო, გვარამიამ, ამ არარაობამ ჩაატარა დღეს და როგორ ატყუებენ, არამხოლოდ ამომრჩეველს, არამედ მოსახლეობას მთლიანად. საკუთარ თავს იტყუებენ ამ შემთხვევაში და გასაგებია, რომ ამ რაღაცებს იგონებენ, რომ დაძაბონ საზოგადოების თვალში რაღაც, აბსურდული თეატრები დადგან. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო, ეს მცდელობა იქნება კრახით დასრულებული და ჩვენ მშვიდობიან არჩევნებს ჩავატარებთ და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს", — თქვა ღარიბაშვილმა. მისივე განცხადებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. დღეს, 24 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში ხელისუფლება იმიტირებულ ბუნტსა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)