|
2021-10-24 15:32:02, 926 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - შიმშილობს და სასამართლო პროცესი არ ჩაუნიშნეს, რა არის ეს თუ არა დატყვევება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა. ამის შესახებ, მისი თქმით, ხელისუფლებას მთელი კონსილიუმი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი აფრთხილებს. „სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალება არ მიეცა პატიმარს, რამდენი დღეა შიმშილობს და სასამართლო პროცესი არ ჩაუნიშნეს. რა არის ეს თუ არა დატყვევება. ადამიანი ჰყავთ დატყვევებული და მთელი კონსილიუმი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ითხოვს, აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ მისი გადაყვანა საჭიროა მრავალპროფილურ საავადმყოფოში და არა იქ, სადაც უპირებენ. ამიტომ, მე ხელისუფლებას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, ორჯერ დაფიქრდნენ მართლა ცეცხლს ეთამაშებიან, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთმინებას ეთამაშებიან. არაფერი ექსტრაორდინალური თხოვნა არ არის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თუ ეს მდგომარეობა შეიქმნა, გადაიყვანონ მეტად დაცულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება ყველა სახის პირობა, რომ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობა. ამ დროს აქ გაჯიუტება ხელისუფლების მხრიდან რა არის, თუ არა უპასუხისმგებლობა“, – ამბობს მელია. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის მე-24 დღეა შიმშილობს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)