|
2021-10-22 20:27:44, 1254 ნახვა
სამართალი
ბექა ბასილაია - პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში არ არის ვიდეომასალები
ამ საქმეში ვიდეო მასალები გადმოგვეცა ორ ადვოკატს, - ნარიმანიძის ადვოკატებს ეს მასალები გადაეცა მაშინ, როდესაც "ტელეიმედს" ეს მასალა უკვე გავრცელებული ჰქონდა. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომლითაც იგი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მას აქვს აქვს პროკურატურისგან გადმოცემული რამდენიმე მეხსიერების ბარათი, სადაც ეს მასალა ჩაწერილი არ არის. „მე მინდა ვუპასუხო პროკურატურის სიცრუეს: ამ საქმეში ვიდეო მასალები გადმოგვეცა ორ ადვოკატს, - ნარიმანიძის ადვოკატებს ეს მასალები გადაეცა მაშინ, როდესაც "ტელეიმედს" ეს მასალა უკვე გავრცელებული ჰქონდა. რაც შეეხება მეორე ადვოკატს, მეორე ადვოკატი ვარ მე, რომელსაც ეს მასალები გადმომეცა. როგორ ფიქრობთ, მე ეს მასალები გადავეცი "ტელეიმედს"? - ამავდროულად, პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში არ არის ის ვიდეომასალები. დამაკლეს, არ მომცეს, დამიმალეს? მე მაქვს პროკურატურისგან გადმოცემული რამდენიმე მეხსიერების ბარათი, სადაც ეს მასალა ჩაწერილი არ არის. უფრო მეტიც, ამ მასალის გავრცელების შემდეგ, ვინაიდან საქმე არის 6 ტომიანი და იყო რამდენიმე მეხსიერების ბარათი, მე დავუკავშირდი საქმის გამომძიებელს და ვკითხე, ეს მასალა ნამდვილად არის ამ საქმეში? მან მითხრა, რომ ეს მასალა ჩვენთვის გადმოცემული არ არის და საერთოდ, რა მასალაზეა საუბარი, არ იცის“, - განაცხადა ბასილაიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)