19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 11:22:21, 590 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა და სხვადასხვა ხილის ჩირებს სთავაზობს.

პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს შეადგენს. საწარმოსთვის საჭირო ინვენტარისა და დანადგარების შესაძენად,  საქართველოს ბანკის მიერ 26,500 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

ამ ეტაპზე „ჩაროზი“ 5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი (ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისი მოლი, ღვინის ბუტიკი „შალიაური“ ნუცუბიძეზე, გორგასლის 1, ყველის სახლი ფალიაშვილზე). კომპანია გაყიდვებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ „ჩაროზის“ პროდუქცია უკვე წარმოდგენილია უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის ბაზრებზე.

„ორგანიზაციებისა და მსხვილი ქსელური სავაჭრო ობიექტებისგან დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. რამდენიმე კვირის წინ, იაპონიაში პროდუქციის პირველი ნაკადი გავაგზავნეთ. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვგეგმავთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი და მეტად გავაქტიურდეთ საექსპორტო ბაზარზეც“, - განმარტავს ელენა ჯიშიაშვილი, „ჩაროზის“ დამფუძნებელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics