|
2021-10-21 19:51:51, 1184 ნახვა
სამართალი
5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით რატი წვერავამ თავი თვითონ აცემინა და ფული აიღო
ეს წვერავა ჯერ მიუვარდა პარლამენტის წინ მიტროპოლიტს, დაიწყო პროვოკაციები, ეუბნებიან აქ შენი ადგილი არ არის წადი, არა მაინც და მაინც კინაღამ, ცხვირში მიარტყა მიკროფონი, ატეხა დებოში ამ ჟურნალისტმა წვერავამ. ამის შესახებ "ფორმულას" ჟურნალისტ რატი წვერავას ცემის საქმეზე, ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით წვერავამ თავი თვითონ გაალახინა. "არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, მაგალითად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ მე საერთოდ არ ვიცოდი, ეს ჟურნალისტი იყო თუ არა და ეს წვერავა ჯერ მიუვარდა პარლამენტის წინ მიტროპოლიტს, დაიწყო პროვოკაციები, ეუბნებიან აქ შენი ადგილი არ არის წადი, არა მაიც და მაინც კინაღამ, ცხვირში მიარტყა მიკროფონი, ატეხა დებაში ამ ჟურნალისტმა წვერავამ, იმდენი გააკეთა თქვენო ღირსებავ, სანამ ვიღაც წყობიდან არ გამოვიდა, და მოკიდეს კისერში ხელი გამოათრიეს ხელი და წადიო ეუბნებიან - ამან ატეხა გინება, მერე დასცხეს ამ წვერავას და ამ პარლამენტის პერიმეტრიდან ჩამოვიდა ქაშუეთთან და იქ ატეხა სამღვდელოებისა და შეკრებილი ხალხის მიმართ გინება. ამ წვერავას, ჩემი ინფორმაციით, ამაში ფული აქვს აღებული, რომ გაალახინოს თავი, მერე აწიოს დროშა და იყვიროს, აგერ გამლახეს დაიჭირეს ესა და ეს ყველაფერი ხალხმა იცის",- განაცხადა ბრალდებული რომეო კეკუტიას ადვოკატმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)