|
2021-10-21 17:47:04, 583 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება
ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. „ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, საუბარი გვქონდა არჩევნების მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება და დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი. როგორც გაეცა პასუხი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ასევე, ამ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურებში მათ უნდა გაეცეთ საკადრისი პასუხი. ამ ყველაფრის შემოქმედი პოლიტიკური ძალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იღებდეს ამომრჩევლის ხმას" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)