|
2021-10-21 17:22:14, 637 ნახვა
პოლიტიკა
სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს და სადგურ "ანაკლიის" უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რევაზ ლაზიშვილის თქმით, პროტესტი სამეგრელოში იმ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ გამოიწვია, რომელსაც ღირსეული ადამიანები ახასიათებს. "ვარ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. მიმაჩნია, რომ ისინი არიან გმირი პოლიციელები და არ მაქვს უფლება, რომ ამას კაბინეტიდან ვუყურო. ესენი არიან ღირსეული პოლიციელები. რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო, როგორც ვიცი მას აქვს ოფიციალურად გაფორმებული იარაღი", - განაცხადა ლაზიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)