20:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 13:47:41, 773 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება

ჩვენთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება, მათ  შორის ძალიან  მნიშვნელოვანია  მარტვილში გამარჯვება და ამაში დარწმუნებული ვართ   - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მარტვილში, მერობის კანდიდატთან, შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პირველ ტურში ძალიან დიდი  უპირატესობა ჰქონდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს   თორნიკე  ჯანაშიას.

„დღეს დავიწყეთ  შეხვედრები  სამეგრელოს  რეგიონში.  ჩავდივართ  ყველა იმ რაიონში  სადაც  ჩატარდება მეორე ტური, ვხვდებით ჩვენს აქტივს,  პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ვულოცავთ  ყველას იმ საერთო  გამარჯვებას, რომელიც  მოვიპოვეთ  2 ოქტომბერს, ვსაუბრობთ  30  ოქტომბრის  მეორე  ტურზე.   ჩვენთვის  პრინციპულია  ოცივე  მუნიციპალიტეტში გამარჯვება,  მათ  შორის ძალიან მნიშვნელოვანია მარტვილში   გამარჯვება  და  ამაში დარწმუნებული ვართ.  პირველ  ტურში  გვქონდა ძალიან  დიდი  უპირატესობა, ჩვენს  კანდიდატს  თორნიკე  ჯანაშიას, დარწმუნებული ვართ  მეორე  ტურში  მის გამარჯვებაში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics