|
2021-10-20 12:32:01, 1034 ნახვა
სამართალი
5 ივლისის ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება შეწყდა
5 ივლისის ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, შსს–ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება შეწყდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. 5 ივლისის მოვლენებზე ჯამში, ადმინისტრაციული წესლით 100–ზე მეტი პირის წინააღმდეგ იყოა ღძრული ადმინისტრაციული წესით საქმე, თუმცა მათივე ცნობით, პოლიციამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება. "როდესაც უკვე მიეცათ საშუალება მოქალაქეებს, დაემკტიცებინათ თავისი უდანაშაულობა, მათ შეუწყდათ ადმინისტრაციული წარმოება სასამართლოშივე, თუმცა იგივე სიტუაციებში, იყვნენ სხვები, დაჯარიმებულები, ივლისის მერე სწრაფად ვინც დაჯარიმდა და ამ ემოციურ ფონზე, მათ ვერ შეძლეს ჯეროვნად განეხორციელებინათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება", – აცხადებს ადვოკატი "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, თბილისში "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, რასაც ძალადობრივმა და ჰომოფობმა ჯგუფებმა ხელი შეუშალეს. ისინი შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ,სადაც ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე 50–ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის, ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)