20:18 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 10:01:03, 1206 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ მსხვილი იაპონური კომპანიების წარმომადგენლებიც. პრეზენტაცია საქართველოს მეღვინეობის ისტორიასა და  თანამედროვეობის შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.

ღონისძიების სტუმარებმა სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ქართული ღვინოების საბაზრო პოტენციალზე,  საექსპორტო ფასსა და წარმოების მასშტაბების  პერსპექტივებზე შეფასებები გააკეთეს. ამასთან ერთად, განხილული იყო იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ტექნიკური საკითხებიც.

დეგუსტაციაზე, კენიჩი ოჰაშის მიერ  13 სხვადასხვა ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, მათ შორის 2 დასახელების ღვინო იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება. ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანს გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics