|
2021-10-20 09:35:15, 996 ნახვა
სამართალი
რუსეთი საქართველოს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი, თბილისში რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. „რია ნოვოსტი“–ს ინფორმაციით, შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა. „ინტერესთა განყოფილებამ (საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, თხოვნით, მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში", – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მას 7 ტყვია ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 3 პირია დაკავებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)