|
2021-10-16 18:21:16, 784 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოძრაობის - „მიშას თავისუფლებისთვის“ წევრები აქციას მართავენ
ბიძინა ივანიშვილის სახლთან,ახლადშექმნილი ორგანიზაცის "მიშას თავისუფლებისთვის" წევრები აქციას მათავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს უფლებას არ აძლევენ სტიკერები გააკრან. როგორც აქციის მონაწილეები განმატავე, ეს არ არის ერთჯერაი აქცია და მას მუდმივი ხასიათი ექნება. "ხედავთ რამხელა მობილიზება აქვს პოლიციას, კედლებსაც კი იცავენ,მეორე მხარე მელი გარნიზონი აქვთ შექმნილი რომ რამე არ დავწეროთ, მაგალითად - თავისუფლება მიშას,უბრალოდ ამოვედით აქ, აქციები იქნება კანონის ფარგლებში მწვავე ძალიან, ყოველდღე, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, რაც არის სირცხვილი, რომ ზოგადად პატიმარია ეს ადამიანი და ბიძინა ივანიშვილი სასახლეშია წამოწოლილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაღუპა საქართველო, ეს არის პირადი პუტინი პატიმარი ,ეს ხომ ვირაცა არაა,ეს არის პუტინის ჩმორი ივანიშვილი,რომელსაც მოვიშორებთ ძლიან მალე, ჩვენ გვაქვს ხალხის ლეგიტიმაცია,ამაყა ვაჩვენეთ ორი დღის წინ აქციაზე მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვრთ მშვიდობიანი ხალხი და მშვიდობიანად გავისტუმრებთ ივანიშვილს" , - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ნარსიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა, იგი იმავე საღამოს დააპატიმრეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე- 16 დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)