07:34 - 28 Jul, 2026
|
2021-10-16 14:05:02, 789 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები რუსთავის მე-12 ციხესთან აქციას მართავენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იკრიბებიან. საპროტესტო აქციზე შეკრებილნი არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ამასთანავე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები. ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ცოცხები და აცხადებენ, რომ ეს არის „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიმბოლო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)