08:40 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 13:47:36, 807 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - სააკაშვილი ჩამოვიდა, რომ მოეხდინა მკვლელობები, მადლობა ღმერთს, ეს განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას

აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, მე ვფიქრობ, ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციები დავხარჯეთ და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციისა და მძიმე პროვოკაციების მოწყობის გეგმით ჩამოვიდა, თუმცა ხელისუფლებამ „ეს დიდი განსაცდელი“ აარიდა ქვეყანას.

„პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, მათ შორის, მძიმე პროვოკაცია, მკვლელობების განხორციელებიც, თუ ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და მოსახლეობას“, - დასძინა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics