|
2021-10-08 17:15:18, 867 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად
„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი, ბრიფინგზე, ბათუმში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა, მისი განცხადებით, ახლა მთავარია ვკონცენტრირდეთ ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანაზე. როგორ მან განაცხადა, ეს ტრაგედია არ უნდა იქცეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად. „ამ მომენტისთვის საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანა წარმოადგენს, მაშველებმა უკვე შეძლეს ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა სწორედ ამ ამოცანაზე ვკონცენტრირდეთ. ამ კონტექსტში ყველას მოვუწოდებ ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, გამოიჩინონ უფრო მეტი თანადგომა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენს მაშველებს. სამაშველო ღონისძებების დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ ველით, რომ დგინდება შემთხვევის მიზეზები.“- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)