13:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 13:22:38, 458 ნახვა

საზოგადოება
ნატოს სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი საქართველოში შემაჯამებელი განცხადებებით დასრულდა

ნატოს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა საქართველოსთან ბრიფინგით დასრულდა. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სესიაზე განხილული საკითხები შეაჯამეს. როგორც ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„გუშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე შესაძლებლობა მქონდა ხაზგასმით ამეღნიშნა, რომ ნატოსა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, - აღნიშნა ადმირალმა რობ ბაუერმა.

გენერლ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოსა და ნატოს შორის განსაკუთრებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და აქტიური პარტნიორი.

„ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ემსახურება ნატოსთან თავსებადობისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესების გაძლიერებას. ამ მხრივ გამორჩეულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც წარმოადგენს ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს პრაქტიკულ მექანიზმს და მოიცავს ნატოს სტანდარტების შესაბამისი კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics