14:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 15:43:11, 547 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.- ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება.

"შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

წელს ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 ათასი ტონას შეადგენს. წელსვე, აჭარაში 3600 ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ციტრუსის სეზონის ერთი ფანჯრის პრონციპით განხორციელდებას უზრუნველყოფს.

ექსპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის აგროსერვის ცენტრის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინი დაიკრიფა." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics