15:41 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 14:19:11, 497 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში  განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება დევნილთა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
  • გორი, სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics