12:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 14:57:20, 587 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - პათოლოგიური ადამიანი ციხეშია, გვაქვს შანსი, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი

პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 19 წელი მოსვენებას არ აძლევდა ქვეყანას, დღეს არის ციხეში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განცახადა.

კობახიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური სპექტრი არ გამოჯანსაღდება მანამ, სანაც იქნება "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მისივე თქმით, პოლარიზაციის მთავარი წყაროა.

"ნაცმოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო, რომელიც სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია, ველი გაჯანსაღდება და ამისთვის არის საუკეთესო საფუძველი – ერთი, რომ მათ მძიმე მარცხი იგემეს არჩევნებზე, რომელიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად და მეორე, მათი ბელადი არის ციხეში, რასაც ელოდა ქართული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში, უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას დღეს არის ციხეში. ამ პირობებში გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თვისებრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. პათოლოგიური ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics