|
2021-10-04 12:51:01, 644 ნახვა
პოლიტიკა
ENEMO-ს მისიის ხელმძღვანელი - ამომრჩევნლებსა და კანდიდატებზე დაშინებამ ზიანი მიაყენა საარჩევნო კამპანიას
არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციის ევროპული ქსელის (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა დრიტან ტაულამ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შეფასებები და დასკვნები წარადგინა. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნები ჩატარდა ეფექტურად და გამჭივრვალეთ, უბნებზე იყო მშვიდი ატმოსფერო, თუმცა ENEMO-ს დამკვირვებლებმა, განსაკუთრებით სოფლებში, შენიშნეს უბნებზე პარტიული აქტივები. „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას., თუმცა კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში არსებული ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. დომინირებდა საერთო ეროვნულ პოლიტიკური თემები, რაც რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივ პრობლემების და მოქალაქეებისა და მათი თემების საჭიროების დისკუსიებისა და წინადადებების წამოჭრას. ამომრჩევლებზე და კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების ბრალდებებმა ზიანი მიაყენა კამპანიას. არჩევნები ჩატარდა ეფექტურად და გამჭვირვალედ, უბნებზე ატმოსფერო მშვიდი იყო, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, განსაკუთრებით სოფლებში, შენიშნეს პარტიული აქტივები უბნებზე. არჩევნები ჩატარდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომლის კულმინაციაც მოხდა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური მოთამაშეების ღრმა უნდობლობით ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა დრიტან ტაულამ.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)