14:34 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-03 02:45:26, 814 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - ქართული ოცნება აჭიანურებს ოქმების საბოლოოდ გაფორმებას, იმიტომ რომ ქართული ოცნება აგებს

ქართული ოცნება აჭიანურებს ოქმების საბოლოოდ გაფორმებას, იმიტომ რომ ქართული ოცნება აგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში თამარ კორძაიამ გამართა.

მისი ინფორმაციით, ამ წუთებშიც, ვაზისუბნის 67-ე უბანზე, სადაც ნიკა მელია არჩევნებს იგებს, ხმების დასაწევად, ბიულეტენების გაბათილება დაიწყეს.
მინდა შევახსენო ქართულ ოცნებას, რომ ჯერჯერობით, შემაჯამებელი ოქმების შევსება არ დასრულებულა, შემაჯამებელი ოქმები არ არის გამოგზავნილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შეყოვნება ხდება სწორედაც რომ ქართული ოცნების კომისიის წევრებით და მათი მეოხებით, არ უსვამენ ვბეჭედს რადგან სურთ რომ გაწელონ დრო. ზუგდიდში აჭიანურებს ქართული ოცნება ოქმების საბოლოოდ გაფორმებას, იმიტომ რომ ქართული ოცნება აგებს ამ არჩევნებს როგორც მერების ისე პროპორციული სისტემით. მაგალითი ვაზისუბანში 67-ე უბანზე ნიკა მელია იგებს და პრობლემა არის ის რომ ამწუთას დაიწყეს ბიულეტენების გაბათილება ხმების დაბლა დასაწევად, - ამბობს კორძაია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics