|
2021-10-02 20:48:44, 667 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - მიუხედავად ოპოზიციის გამარჯვებისა, არ ვთვლი, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში
პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ დედაქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში არ ჩატარებულა. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში ან ის, რაც ხდებოდა დღეს დღის განმავლობაში მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად და ამის ფაქტები არსებობს, მათ შორის, ძალადობა, დაშინება და მოსყიდვა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დასავლეთიდან რომლებიც არიან ჩამოსულები ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდე რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება. მეტიც, მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ეგზიტპოლის შედეგიც, ადამიანები, შეშინებულები იყვნენ და ეშინოდათ თავისი რეალური არჩევანის თქმა და შეიძლება ეს შედეგები კიდევ უფრო გადაიხაროს ოპოზიციის სასარგებლოდ. თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას." - თქვა ჯაფარიძემ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)