17:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 16:56:06, 571 ნახვა

პოლიტიკა
ტელეკომპანია „ფორმულაში“ არ გამორიცხავენ, რომ მათ მაუწყებლობას ხელი არჩევნებამდეც შეუშალონ

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე არ გამორიცხავს, რომ არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ფორსირებულად განვითარდეს.

გუმბარიძე აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ტელეკომპანიას მაუწყებლობაში ხელი არჩევნებამდეც შეუშალონ.

"ბუნებრივია ამ დავის ერთადერთ საგანს წარმოადგენს "ფორმულა" იმიტომ, რომ დავით კეზერაშვილი სხვა აქტივებს საქართველოში ფაქტიურად არ ფლობს. შესაბამისად, თუ მოხდება უზრუნველყოფის სახით მოთხოვნა მისი ქონების და აქტივების დაყადაღების, ეს ნიშნავს იმას, რომ "ფორმულაში" მისი წილიც დაყადაღდება. ის არის "ფორმულაში" საკონტროლო პაკეტის მფლობელიც, შესაბამისად, სახელმწიფო ფაქტიურად შეძლებს "ფორმულაზე" კონტროლი დაამყაროს. 

ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ 43% ვერ აგროვებს ამ არჩევნებზე. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ყველაფერში აქვს იმ ეგზიტპოლებს, რომელიც ჩვენ ზუსტად 8 საათზე უნდა გამოვაცხადოთ 2-ში, "ედისონ რისერჩის" გამოკითხვები, რომლისაც მათ ძალიან ეშინიათ. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ არჩევნებამდეც კი რამე ტიპის ხელშეშლა მოხდეს "ფორმულას" მაუწყებლობის და ძალიან ფორსირებულად განვითარდეს მოვლენები», - განაცხადა გუმბარიძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics