19:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 14:02:18, 442 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც  საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშეა.

ისაუბრეს  ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო კლინიკების  განვითარების სტრატეგიაზე.  მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ   გერმანულ მხარეს  სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრუქტურაზე  პრეზენტაცია წარუდგინა.  

გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა,  უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს  სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
“Deutsches Diagnosticum-ის " სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ  იმუშავებს. 
“Deutsches Diagnosticum"   პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი  იქნება საქართველოში, რომელიც ადგილობრივ პაციენტებს  სისტემურ და მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას შესთავაზებს. 

როგორც გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით, ასევე  პირადი ექიმის თანხლებით, პაციენტები შეხვდებიან გერმანიიდან მოწვეულ კონსილიუმის ექიმებს და ტელემედიცინის საშუალებით,  იმ სერვისს მიიღებენ, რომელიც საერთო გერმანულ მაღალ-კვალიფიციურ  სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics