|
2021-09-29 20:15:59, 530 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“– სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.
ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, დეზინფორმაციის, სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება კი, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების ხელწერაა.– ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ გავრცელეულ განცხაადებაშია ნათქვამი. მათი ცნობით, "ნაციონლური მოძრობის" "პარტული ტელევიზიების" მიზანი, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო. "გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც განხილულ იქნა თითქოსდა ისრაელელი კონსულტანტების მიერ მომზადებული პიარ-სტრატეგია. გადაცემის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას რეპუტაციის გადარჩენა და მის შესახებ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციის წინასწარ მომზადებულ დეზინფორმაციად წარმოჩენა იყო. საზოგადოებას ხაზგასმით გვინდა განვუცხადოთ, რომ პარტიული ტელევიზიის ეთერში გასული სლაიდები არის ე.წ. „ფეიკი" და ამგვარი სლაიდები „ქართულ ოცნებაში" არც უცხოელი და არც ქართველი პიარ-კონსულტანტების მიერ არასოდეს მომზადებულა. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის", მისი სატელიტებისა და პარტიული ტელევიზიების ე.წ. სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, ამის შესახებ გზავნილების გაჟღერებას არავითარი პიარ-სტრატეგია არ ჭირდება. ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, დეზინფორმაციის, სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირება კი, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების ხელწერაა. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიებს, ნაკლები ენერგია დახარჯონ სიცრუის ფუჭ ტირაჟირებაზე და მოემზადონ გარდაუვალი მარცხისთვის - ისევე, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, 2 ოქტომბერსაც სიცრუეზე სიმართლე გაიმარჯვებს!"- ნათქვამია განცხაებაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)