18:48 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 13:04:22, 591 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ძალაუფლების დათმობა მარტივი არ არის, არც „ენმ“-ს უნდოდა და არც „ოცნებას“ უნდა

ძალაუფლების დათმობა მარტივი არ არის, არც მოქალაქეთა კავშირს უნდოდა ძალაუფლების დათმობა არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" უნდა. - ამის შესახებ "გირჩი მეტი-თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო არ არის და ოპოზიციური ძალები ერთი პოლიტიკური ძალის დამარცხებას აპირებენ.

"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა განცხადებას აკეთებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. დღეს არავინ ძალაუფლებას მარტივად არ თმობს მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ძალაუფლება ძალიან უყვართ და ტრადიცია გვაქვს ასეთი, რომ ძალაუფლების დათმობა მარტივი არ არის. არც მოქალაქეთა კავშირს უნდოდა ძალაუფლების დათმობა არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" უნდა. ყველა ეს ძალა ბოლო მომენტამდე ცდილობდა საკუთარი პარტიული სტრუქტურების და მხარდამჭერების გამხნევებას, რომ ისინი რჩებოდნენ ხელისუფლებაში. 

არ მინდა რომ ვინმეს განცდა ქონდეს, რომ ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არჩევნები ტარდება ნორმალურად. ჩვენ ამ არჩევნებში ოპოზიციური ძალები ვაპირებთ ერთი პოლიტიკური ძალის დამარცხებას. ნორმალური გარემო ჩვენს ქვეყანაში ახლა არ არის, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში არის სერიოზული პრობლემა, რეგიონებში ყიდულობენ ხმებს , სუსს ჰყავს დაშინებული ხალხი და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება რეგიონში ჩავიდეთ და ადამიანებს შევხვდეთ. რაიონებში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც გაბედავს და მოვა და ოპოზიცურ ლიდერს დაელაპარაკება და ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორ მუშაობს სუსი." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics