|
2021-09-28 11:36:21, 634 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გახარიაზე - ძალიან გაბრიყვებულია, მოხერხება უნდა, იყო პრემიერი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი
ძალიან გაბრიყვებულია, მოხერხება უნდა, იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს-პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, არსებობს ინფორმაციები, რომ გიორგი გახარიას დიდი ვალი აქვს სააკასვილის მიმართ და აღნიშნული კომპრომატებით მართავს სააკაშვილი გახარიას. „ძალიან გაბრიყვებულია. ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა. ადრე ვთქვი, რომ მოხერხება უნდა, იყო კაცი პრემიერ-მინისტრი და გახდეს მარიონეტი. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია, ეს ძალიან მარტივი წასაკითხია, თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის თამაშში ჩართული, აღარ მინდა დამატებითი სპეკულაციები, მაგრამ უამრავი ინფორმაციები არსებობს და მარტივად იკითხება, რომ დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია, მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი. ეს არის კლასიკური მოღალატე და რა შეიძლება ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება, ტრაგედია, როცა შენი გუნდი გეძახის მოღალატეს და სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)