21:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 15:18:07, 596 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

130 დევნილ ოჯახს თბილისში, ოროთახიანი ბინის გასაღები გადაეცა.  საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. -ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები.

„თბილისში, 260 ოროთახიანი ბინების მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნა. კომპანიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სამუშაოების დასრულების ვადა მნიშვნელოვნად დაარღვია, რის გამოც განსახლების პროცესი რამდენიმე თვით შეფერხდა. 130 დევნილ ოჯახს თბილისში, ოროთახიანი ბინის გასაღები უკვე გადავეცით. დამატებით, 130-მდე  ოჯახი კი, ბინებს ეტაპობრივად მიიღებს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

„დევნილთა სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს, რათა  მენაშენემ  ყველა ბინა, სტანდარტების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში ჩააბაროს. „-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics