04:58 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 11:08:25, 1799 ნახვა

რეგიონი
იოსებ ხახალეიშვილი - ჩემი მიზანია ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქი იყოს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად  „ქართული ოცნების" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს  შეხვდა.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს სტუდენტური ცხოვრების ინტეგრირება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან , რათა ქუთაისი განათლების და კულტურის ცენტრად რეალურად იქცეს. მისივე განცხადებით, ქუთაისი  ცნობადი უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, სხვადასხვა თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით. ამასთან, იგი  ახალგაზრდებისთვის  არა მარტო საუკეთესო  განათლების მიღების ,  არამედ გართობის, შემოქმედებითი შთაბეჭდილებების  ადგილად უნდა იქცეს.

დღესვე ორგან იზაციის ოფისში, ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.
„ჩემი მიზანია ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქი იყოს. ყველა პროექტი,  რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, თქვენი თაობისთვის უნდა იყოს მომხიბვლელი და  ქუთაისში თვითრეალიზების საშუალებას უნდა გაძლევდეთ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics