|
2021-09-24 10:20:20, 1311 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორმა ლექსო ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავებისთვის შსს დააჯარიმა
„ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი არ ჰქონდა. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. "გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ 2020 წლის 11 ივლისს ინტერნეტსივრცეში (მათ შორის, Facebook-ში) ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ: ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში - info.pol.ge აღრიცხული მონაცემების იდენტურია. ინტერნეტში გავრცელებული და სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მითითებული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან, როგორც სტრუქტურით და თანმიმდევრობით, ასევე ტექსტში გამოყენებული სიმბოლოებით (სასვენი ნიშნებით); საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა 2021 წლის 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაცემებზე წვდომა განახორციელა 2021 წლის 11 ივლისს; საინფორმაციო ბაზა - info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა (თითქმის ყველა) სტრუქტურული დანაყოფის 82 თანამშრომელს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე. ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემოწმების პარალელურად, 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში განხორციელებული არასანქცირებული წვდომებისა და 2021 წლის 11 ივლისს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) და 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება), 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) და 46-ე (მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა) მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. " - ვკითხულობთ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)