|
2021-09-22 16:13:05, 758 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის როლს კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იმუნიზაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. „საქართველოს აეროპორტებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამით, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, მეორე მხრივ კი, ამით ჩვენ თითოეულ აეროპორტში ე.წ. „მწვანე ზონები" გვექნება. ვფიქრობ, რომ საქართველო გამორჩეული იქნება აეროპორტებში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით, რაც როგორც შიდა, ისე როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძემ ონლაინ - შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აეროპორტებში თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად ხორციელდება. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა აეროპორტების თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და სრულად ვაქცინირებული არიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)