|
2021-09-20 21:50:35, 426 ნახვა
საზოგადოება
მერად არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს მხარდაჭერა იქნება
„ქართული-ოცნების " მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე დედაქალაქის მოქმედი მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, მისი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა იქნება. „ჩვენთვის განათლებაში მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ფინანსური მდგომარეობის გამო, განათლების მიღებაზე უარი არ თქვან. დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი 5 000-მდე სტუდენტს უმაღლეს განათლებას უფინანსებს. ჩვენ გავაფართოვებთ აღნიშნულ პროგრამას და ჩავრთავთ მრავალშვილიანი ოჯახების წევრებს, შშმ პირებს. შედეგად, ჯამში, მინიმუმ 6 000 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას. გარდა ამისა, როგორც იცით, ათივე რაიონში გვაქვს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრები და ჩვენ თითოეული მათგანის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ეს იქნება ერთგვარი მოდერნიზაცია. აქ აქცენტი ციფრულ ტექნოლოგიებზე გაკეთდება. მოეწყობა ციფრული ჰაბები. ერთ-ერთი მათგანი დენდროლოგიურ პარკში განთავსდება - არქიტექტურის, დიზაინისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, მინდა შევეხო ევროპის ახალგაზრდული ბარათის დანერგვას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე იქნება კოჯორში ახალგაზრდული სოფლის შექმნა. „ნამდვილად საჭირო მიმართულება იქნება დედაქალაქში თემატური ჰაბების შექმნა. ამასთან დაკავშირებით კოჯორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება და ამას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" განახორციელებს. მადლობა მას თანადგომისთვის. აქ მოეწყობა სპორტული, შემეცნებითი სივრცეები. საერთაშორისო ბანაკებთან თანამშრომლობით, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგარზდები შეძლებენ განტვირთვას. ამ პროექტზე დიდ იმედს ვამყარებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)