03:47 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 10:29:08, 642 ნახვა

საზოგადოება
დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო.

„შვედეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების” მიერ დაორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგნლებმა.

დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები იმართება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნარჩენების მართვის სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვნად ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით განპირობებული უარყოფითი შედეგების შერბილებას.

„ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად აქტუალური და საჭიროა როგორც ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმართვა, ასევე დასუფთავების აქციებში მონაწილეობა”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული. საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს 2010 წლიდან აქტიურად აღნიშნავს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics