|
2021-09-17 23:23:55, 743 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი გახარია არის შეცდომა, რეალურად "ქართული ოცნებისთვის" ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ
გიორგი გახარია არის შეცდომა. რეალურად "ქართული ოცნებისთვის" ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ. რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. -ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2 -ის" ღამის ეთერში ისაუბრა. პრემიერის თქმით, მთელი გუნდია გადაეფარა,გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდშია "გიორგი გახარია არის შეცდომა,მე თუ მკითხავთ. ძალიან სამწუხარო,მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, თუმცა მოსახლეობას ალბათ აღარ აინტერესებს ამდენი შეფასებები, მაგარამ კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს კაცი იყო არავინ,ჩამოვიდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ხუხაშვილმა მოიყვანა , რეკომენდაცია გაუწია .მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნეს ომბუდსმენად,შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ მინისტრად,ეს ყველაფერი ხდება,რა თქმა უნდა,პარტიის დამფუძნებელის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით,ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა ეს არავინ აქცია კაცად,ჩააცვეს,დაახურეს კაცად აქციეს გადაეფარნენ, მთელი გუნდია გადაეფარა,გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა. ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდში არის ამის მაგალითები უამრავია. მან საკუთარ თავს გაუკეთა პირველ რიგში ცუდი საქმე და რა თქმა უნდა ჩვენ,გუნდი დაგვაზიანა და სახელმწიფოს უღალატა,როცა მან კანონში აღსრულებაზე თქვა უარი და გადაეფარა ნიკა მელიას,ამ მოძალადე კაცს,რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას,კანონს სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა,რომლის ანალოგი არ მოეძებნება ალბათ მსოფლიოში. შესაბამისად ჩემთვის გახარია დამთავრებულია . მერის არჩევნებზე იცის რომ კახის ალტერნოვა არ ჰყავს და იმარჯვებს,მოუხედავს ამისა მავნებლირას წავიდა და დააყენა თავისი კანდიდატურა,რომ მეორე ტური დაინიშნოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. მოგონილი სიყალბე და ფარსი,იყო,როცა მას ეძახდნენ ათას ეპითეტებს,მანამდე. რეალურად "ქართული ოცნებისთვის" ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ. რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. ."- განაცხადა ღარიბაშვილმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)