06:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 14:54:02, 373 ნახვა

საზოგადოება
შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, როგორც იცით, მეწყრული ზონა იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ქვემოთ სხვადასხვა ბიზნესაქტივობას აწარმოებდა და ასევე, მათთვისაც, ვინც ყოველდღიურად იყენებდა ამ საავტომობილო გზას გადაადგილებისთვის. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია.  არსებული ტერიტორია სრულად მოწესრიგებულია.  შემიძლია ვთქვა, რომ იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე, იმ გზით მოსარგებლეებისთვის ტერიტორია უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, მეწყრის სტაბილიზაცია კი მიღწეულია ანკერების, რკინაბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით. 

„გარდა ამისა, ფერდობი დაიყო ტერასებად და ჩატარდა ე.წ. ფრანგული კედლის მოწყობის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რაზეც კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, დაკვირვება ხუთი წლის მანძილზე განახორციელოს. მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი, ამაზე ინფორმაცია მაშინვე გვექნება. როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელების შედეგად, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება. ასევე, დაცულია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძემ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ მადლობა გადაუხადა, რომელმაც შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული სამუშაოები შეასრულა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics