|
2021-09-15 12:37:52, 1228 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფაი 1 328 ლარამდე გაიზარდა
მეორე კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი 177,9 ლარით, ანუ 15,5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 2 354 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15,4%-ით); საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214 ლარით გაიზარდა და 1 389 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177,4 ლარი, გაიზარდა 6,5%-ით) დარგებში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მხოლოდ დაქირავებული პირები არიან ჩართულნი, ანუ ისინი, რომლებსაც ხელფასი ერიცხებათ. შესაბამისად, გაანგარიშება არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულებს და მათ შემოსავლებს. გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის მოცულობა, ძირითად ხელფასთან ერთად, მოიცავს პრემიებს, დანამატებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ დამატებით ანაზღაურებას. სტატისტიკის სამსახური ინფორმაციის წყაროდ საწარმოთა და ორგანიზაციათა გამოკვლევას იყენებს, რომლის ფარგლებშიც, 15 ათასზე მეტი დაწესებულებიდან ყოველკვარტალურად გროვდება შესაბამისი მონაცემები. გამოკვლევა ფარავს როგორც ბიზნესსექტორს, ისე არაკომერციულ დაწესებულებებს, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)