|
2021-09-14 19:31:21, 380 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ხურვალელებს შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე აღნიშნა, რომ გორი არის კარგი მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური, ახალი, მაღალი პროდუქტიულობის ბაღები გაშენდეს მეხილეობის სხვადასხვა - ვაშლის, მსხლის, ბლის, კაკლოვანი მიმართულებით და ყველაზე მეტი კომპეტენციაც სწორედ გორში მცხოვრებ ფერმერებს გააჩნიათ. ლევან დავითაშვილმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათას ჰექტრამდე გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი ფართობები. „რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭრდება, ეს არის შესაბამისი სარწყავი ინფრასტრუქტურა. ყველას გვესმის, ვისაც სოფლის მურნეობასთან შეხება გვაქვს, წყალი რაოდენ მნიშვნელოვანია. წყლის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ გორის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი გავხადეთ 16 000 ჰაზე მეტი. როდესაც გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთზე ვსაუბრობ, მათ შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა. დღეს უკვე მიდის კაპიტალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დამატებით ათასი ჰექტარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი სოფელი გასარწყავიანდება", - განაცხადა მინისტრმა.
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)