21:32 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 15:27:09, 1148 ნახვა

რეგიონი
შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

შუახევში, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს.

პროექტი წელს მეორედ ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 500 ლარით დაფინანსდა.

პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული.

პროექტში გამარჯვებული თამუნა ქარცივაძე ლაზერული ჭრის და გრავირების დანადგარს შეიძენს ხელნაკეთი დეკორაციების ორიგინალური და განსხვავებული ნივთების შესაქმნელად. დალი ტარიელაძე მცირე საოჯახო მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, ხილის საშრობ დანადგარს, ხოლო მაყვალა მიქელაძე მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის, ინკუბატორის დანადგარს შეიძენს.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, სოფლად მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics