|
2021-09-13 15:51:56, 753 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამის ფარგლებში უკვე წარდგენილია 11 პროექტი
„ორი კვირაა, რაც გაფართოებული სახით „აწარმოე საქართველოში" პროგრამები ამოქმედდა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დრო, რომ ბიზნესაქტიურობა მთელი მასშტაბით აისახოს, მაგრამ სხვადასხვა ბანკებისგან მოგვდის მონაცემები, რომ უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია ახალი პროგრამით მხარდაჭერილი - აქედან 5 უკვე დამტკიცებულია, 6 კი განხილვაშია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულ იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ. „ამ ეტაპისთვის მხარდაჭერილი პროექტების მიხედვით, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი, ბინის შეძენისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის სარგებლობენ იმ იპოთეკური სესხით, რომელსაც ახალი პროგრამის ფარგლებში გასცემენ ბანკები და ჩვენ სესხის პროცენტის სუბსიდირებას ვახორციელებთ" - აღნიშნა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)