07:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 15:48:57, 863 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო საარჩევნო კომისია - საარჩევნო სიებში, ამ დროისთვის, 683 გარდაცვლილი ადამიანია რეგისტრირებული

სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ, ამ დროისთვის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო სიებში რეგისტრირებული 683 გარდაცვლილი  ადამიანი გამოავლინა. 

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს 73 მუნიციპალიტეტიდან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტში გადამოწმდა.

"1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი 683 მოქალაქე დღემდე ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ინფორმაცია გადამოწმებულია მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1930 წლამდე დაბადებული 3900-მდე პირიდან დღეის მდგომარეობით გარდაცვლილია 1311 მოქალაქე და მათგან 683 (17.5%) ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული.

საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში, თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ და დღის მდგომარეობით გარდაცვლილები არიან". - აცხადებს სამოქალაქო საარჩევნო კომისია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics