|
2021-09-13 14:30:18, 796 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონა) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალია (2 790 ტონა), გერმანია (747 ტონა), ესპანეთი (354 ტონა), ჩეხეთი (220 ტონა), პოლონეთი (168 ტონა), ლიეტუვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (22 ტონა), ბელგია (20 ტონა) ხორციელდება.
ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის სომხეთში (354 ტონა), უკრაინაში (138 ტონა), რუსეთში (82 ტონა), ერაყში (72 ტონა), ბელარუსში (71 ტონა), ჩინეთში (52 ტონა), არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (40 ტონა), მექსიკაში (28 ტონა), არგენტინაში (26 ტონა), დიდ ბრიტანეთში (22 ტონა), თურქეთში (22 ტონა) და უზბეკეთში (22 ტონა).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)