00:23 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 11:20:32, 726 ნახვა

პოლიტიკა
ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს

ფოთში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

აღნიშნულ ინფორმაციას გიგი უგულავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„როგორ ადვილად პროგნოზირებადი და პრიმიტიულია ქოცური ტვინი. ცოტა ხნით ადრე ნაბადას მაჟორიტარის Lasha Rukhaia ბანერი დააზიანეს. გუშინ ღამით ჩემი- ჩამოხიეს. სულაც არაა გასაკვირი. აბა, ოცნების კაგებეშნიკ-"დანოსშიკებმა" მეტი რა უნდა ქნან.

ოცნების კანდიდატ ბატონ ვაჭარაძეს, რომლის სახე-ბანერი ყველა კუთხიდან უთვალთვალებს ფოთელებს, ვთავაზობ გავიაროთ ფოთის ცენტრში, ან სულაც მისი ბანერის ქვეშ დავდგეთ და ვნახოთ ვის იცნობს ხალხი და ვის გამოელაპარაკება. თქვე ბრიყვებო! რად მინდა მე ბანერი. ერთი სალამურიდან გამოთლილი კმაყოფილი სახეები რომ გამოგიჭენებიათ მთელს ქვეყანაში, გგონიათ ამით ხალხი თქვენს შინაარსისგან დაცლილ სახეებს დაიმახსოვრებს. ყველა ერთად რომ გადაგზილოთ ადამიანმა ერთი კაცი არ გამოვა თქვენგან, რადგან თქვენი "სახელი ლეგიონია".

ოფისის წინ სათვალთვალო კამერაა. აბა ვნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia როგორ ივაჟკაცებთ“, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics