08:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 12:15:07, 459 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე - ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან სწორედ მათგან მოდის ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე მცხოვრებახალგაზრდებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სტუდენტებთან ერთად „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი  გადაჭრის გზებზე. 

ზურაბ აბაშიძე: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისებას, მათი  მოტივაციის ამაღლებას. ვთვლი, რომ სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდების  უფრო მეტი ჩართულობა და ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან სწორედ მათგან მოდის ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები".

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის ყველა რაიონში შეიქმნას ინკლუზიური გარემო, რათა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს თვითრეალიზებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნებამათთვის და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics