10:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 19:47:23, 572 ნახვა

მსოფლიო
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა  ტელეფონით ისაუბრეს-ინფორმაციას უცხოური მედია  აშშ-ს „თეთრი სახლის“  განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

„თეთრი სახლის“ ცნობით, დისკუსია, რომელიც დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა, შეეხო აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დალაგების გზების პოვნას.

" ლიდერებმა ისაუბრეს სფეროებზე, სადაც ქვეყნების ინტერესები იკვეთება  და ის სფეროები, სადაც მათი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავდება",- ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, საუბარი იყო "გულწრფელი" და "სიღრმისეული" .

ჩინურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი მნიშველოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ორი ლიდერი შეტანხმდა , რომ შეინარჩუნონ რეგულარული კონტაქტები და რომ  ორივე მხარე  იმუშავებს დიპლომატიური ურთიერთობების  დასაჩქარებლად , რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარებისათვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics