|
2021-09-10 13:12:21, 577 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში გაიმართა
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. ნაგანოს პრეფექტურა, სადაც მდებარეობს ქალაქ მაცუმოტო, ღვინის მოხმარებით მე–3 ადგილზეა იაპონიაში. ქართული ღვინო ნაგანოში პირველად იყო წარმოდგენილი და მისი მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო. დეგუსტაციას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო. კენიჩი ოჰაშის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა. დეგუსტაციაზე სულ 7 ღვინო იყო წარმოდგენილი, როგორც ევროპული სტილის, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)